მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 18 საკითხზე იმსჯელებს

64743b19abc91
თამთა ჯიჯავაძე
29.05.23 09:34
547
დღეს, 29 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია 18 საკითხის განხილვა. კერძოდ:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პორტ ავლაბარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან თრეიდინგ ჰაუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „ენერგო - პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 სექტემბრის №1792 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის” იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის N1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ვოთერ ლენდზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანას და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

17. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

18. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ”

მომხსენებელი: ო. შამუგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები