მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება ასე ეთამაშოთ ხალხს" - პრეზიდენტი მთავრობას

6468d46bf2f4c
ინგა მურუსიძე
20.05.23 18:06
816
არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დღეს საზოგადოება ძალიან აღელვებულია და ასევეა თავადაც.

„თუ 26 მაისს ვაპირებთ, რომ რაღაც მაღალფარდოვანი, პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს, სულ სხვა რამ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ეს სასაცილოა, თუ არა, სატირალი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილებაა და არც უიმედობა.

მომხდარი არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება არავისგან და პირველ რიგში იმ ქვეყნისგან, რომელიც ჩვენი მუდმივი ოკუპანტია არა დღეს - გუშინ, გუშინწინ. არ შეიძლება, ხელისუფლება ამ სიტუაციაში, რომელიც ძალიან დაძაბულია იმ ომიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა წელიწადი და 3 თვეა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, არ შეიძლება, ამ პირობებში ითამაშო ხალხის ნერვებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ქვეყანას და ხალხს გავლილი აქვს უკვე ყველაფერი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ხალხს გაფრთხილება და დაცვა უნდა.

„ყველას გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულება, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და როგორც ვთქვი, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია.

მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები