მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 10 საკითხზე იმსჯელებს

ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავენ:

1. საქართველოს კანონის პროექტი ,,თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ჯ. ბურჭულაძე

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: რ. ჯაველიძე

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
(1)

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
(2)

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შატო ბაგრატიონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ ზურაბი აშკარელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „კოსტ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჯიდიეი დანრეს“ შორის ,,ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „დოესი ენერჯის“
შორის „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ განხორციელების ხელშეკრულების მოწონების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები