მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობას აფართოებს

სს
14.03.24 22:40
357

მთავრობა ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობას აფართოებს. „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში შესული ცვლილებით, საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მიღება, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, შეეძლებათ:

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს;

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს;

საქართველოს ბიზნესომბუდსმენს.

ამასთან, საბჭოს წევრი იქნება არა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, არამედ მისი მოადგილე.

აღსანიშნია, რომ საბჭოს წევრები არიან:

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი.
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი.
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი.
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − საბჭოს წევრი.
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − საბჭოს წევრი.
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები