მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ენერგეტიკაში სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა
BM. GE
07.11.24 15:50
2254

ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას იანვრამდე უნდა წარმოუდგინოს ენერგეტიკის სფეროში სერვისების განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა.

დაევალოთ ენერგეტიკის სფეროში ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე შესაბამის სამინისტროებს, მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქვეუწყებო დაწესებულებებსა და მმართველობის ფარგლებში არსებულ სხვა იურიდიულ პირებს, გამოყონ შესაბამისი წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისების განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიზნით", - წერია მთავრობის განკარგულებაში.

ამას გარდა, წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მუნიციპალიტეტებს დაევალათ მათი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყონ ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისების განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები