მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის მომზადებისთვის Rothschild & Co-ს წელს 5.9 მილიონს გადაუხდის

Rothschild & Co

საქართველოს მთავრობა კომპანია  Rothschild & Co-ს ქვეყნის ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის მომზადებისთვის წელს 5.9 მილიონ ლარს გადაუხდის. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამ პროექტის ღირებულება წელს 5,903,658 ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, პროექტისთვის გამოყოფილი ასიგნებები წლის პირველ ნახევარში 1,907,890 ლარს შეადგენდა.

ივლისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე  “განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.” 

რა რეფორმა უნდა მომზადდეს? 

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი. 

მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში უნდა განთავსებულიყო, თუმცა პროექტის შესახებ 2022 წლის დასაწყისის შემდეგ მთავრობას განმარტება არ გაუკეთებია, უცნობია, კვლავ განიხილება პროექტის აღნიშნული კონფიგურაციით განვითარება, თუ არა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები