მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს

მარიამ ქვრივიშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სააგენტოს შექმნის შესახებ განცხადება დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობდა და ის „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2017 წლის ივნისში გააუქმა. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ხელი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.

"საინვესტიციო სააგენტოს" გაუქმების შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების მოტივით, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გააკეთა და თქვა, რომ სააგენტო "მეწარმეთა სააგენტოს" შეუერთდებოდა.

დღეს კი "აწარმოე საქართველოშის“ ბაზაზე „ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ ფორმირების საკითხზე საუბრის ბოლოს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები