როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს.
"აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. მსუბუქი შემთხვევები განაგრძობენ ბინაზე მკურნალობას ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით, ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ - კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის რელიზში.
ინფორმაციისთვის: დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 63 650 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 47 390 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 521 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2765 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4709 პირი.