მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა „ნამახვანჰესის“ პროექტში მედიაციისთვის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს იწვევს

6083c35dcfac2
თელარა გელანტია
24.04.21 11:04
552
„საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს“, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

როგორც ცნობილი გახდა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები