მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბერიოში ტრაგიკულად გარდაცვლილი 5 ბავშვის ოჯახს სახელმწიფო ₾10 000 გადასცემს - განკარგულება

გალი

საქართველოს მთავრობამ გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი 5 ბავშვის ოჯახს ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, 10 000 ლარი გამოყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და 8 იანვრით არის დათარიღებული.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, 10 000 ლარს ვიტალი ჭოლარიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს.

ცნობისთვის, ტრაგედია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში, კერძო სახლში ხანძარი 5 იანვარს მოხდა და 5 არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები