მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს

62e7ad3cb54bb
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 14:40
6027
საქართველოს მთავრობა სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს - ამის შესახებ განცხადება დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები, რის გამოც მთავრობა ბიუჯეტის მოცულობას გაზრდის. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში არსებული ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. 

"სექტემბერში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო. უფრო მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურება იზრდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 19.17 მილიარდი ლარია. ჯერჯერობით, უცნობია რამდენი მილიარდი ლარით შეიძლება გაიზარდოს ბიუჯეტის ზომა. ასევე უცნობია როგორ შეიცვლება ამის ფონზე ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელიც, რომელიც წელს 3.6%-ზე არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები