მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა, შორაპანი-არგვეთის გზის დასაფინანსებლად, ADB-ისგან აღებული €255-მილიონიანი სესხის ათვისების ვადას ავადებს

მაგისტრალი გზა ავტობანი

მთავრობა, შორაპანი-არგვეთის გზის დასაფინანსებლად, ADB-ისგან აღებული €255-მილიონიანი სესხის ათვისების ვადა 2027 წლამდე ავადებს. რატიფიცირების დოკუმენტი დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე წარადგინა, სადაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკთან ხელმოწერილი საკრედიტო შეთანხმების მოდიფიკაციაზე გააფორმა შეთანხმება. საუბარია შორაპანი-არგვეთის 14.7-კილომეტრიან (ზესტაფონის შემოვლით) მონაკვეთზე. სესხის ღირებულება 255 მილიონ ევროს შეადგენს და მის ფარგლებში აშენებული მაგისტრალი საგზაო მოძრაობისთვის 2024 წელს გაიხსნა.

თუმცა, კრედიტი გარდა გზის მშენებლობისა ასევე მოიცავდა საპილოტე პროექტის განხორციელებას, რაც სესხის მოდიფიკაციის შეთანხმების თანახმად იქნება ატვოსატრანსპორტო საშუალებების წონის დინამიკური კონტროლის სისტემის დანერგვა, რისთვისაც გზაზე სასწორი უნდა დამონტაჟდეს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ შესყიდვის განხორციელება 2026 წლის მეორე კვარტალში არის დაგეგმილი, აღნიშნულის გამო საჭიროა შეიცვალოს კრედიტის დასრულების ვადა და ის ნაცვლად 2025 წლის 31 დეკემბრისა უნდა განისაზღვროს 2027 წლის 30 ივნისით.

არსებული მდგომარეობით სესხით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯების უდიდესი ნაწილი უკვე გაწეულია და მაგისტრალი აშენებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები