მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემს - ჯამში ₾3.8 მილიონი

კალათბურთი

"ქართული ოცნების" მთავრობა სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელს ფულად ჯილდოს გადასცემს.

ირაკლი კობახიძის მიერ 31 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, ვახტანგ ლოლუას ფულადი პრიზი 85 ათასი ლარის ოდენობით გადასცეს.

ამას გარდა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, თემურ სამხარაძეს 40 ათასი ლარი გადაეცემა.

"პარაძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებზე გაიცეს ფულადი პრიზი – 102 000 ლარის ოდენობით; გაიცეს დამატებითი ფულადი პრიზი – 98 000 ლარის ოდენობით;

კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის (ფინალური ტურნირის პირველ ეტაპზე ქვეჯგუფში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის, ფინალური ტურნირის ჯგუფიდან გასვლისა და ფინალური ტურნირის ჯგუფიდან გასვლის შემდეგ მოპოვებული გამარჯვებისათვის):

დ.ა) კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაიცეს ფულადი პრიზი − 595 000 ლარის ოდენობით;

დ.ბ) გაიცეს დამატებითი ფულადი პრიზი – 2 405 000 ლარის ოდენობით;

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის გაიცეს ფულადი პრიზი − 500 000 ლარის ოდენობით", - წერია დოკუმენტში.

მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ სპორტსმენებისთვის გადასაცემი თანხა სპორტის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები