მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ტვიშის ღვინის ქარხანას 315 ათას ლარად ყიდის

648b1505e7832
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.23 16:40
700
საქართველოს მთავრობა ტვიშის ღვინის ქარხნის აქტივებს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი აუქციონი უკვე გამოაცხადა. სულ გასაყიდად გამოტანილია ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტვიშში მდებარე 22,888 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები, საპრივატიზებო თანხა კი 315,000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი 13.8 ლარია.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ტვიშის ღვინის ქარხანა ფაქტობრივად უფუნქციოა და მისი ნაგებობები ამორტიზებულია.

საინვესტიციო პირობების თანახმად, ინვესტორმა მიწის შეძენიდან 6 თვეში უნდა მოახდინოს ტერიტორიის რეკონსტრუქცია.

“ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არსებულ შენობა-ნაგებობ(ებ)ზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობა-ნაგებობ(ებ)ის გარე ფასადის სარემონტო/მოპირკეთებით სამუშაოებს) განხორციელება და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ან ამავე შენობა-ნაგებობ(ებ)ის დემონტაჟის განხორციელება და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით”- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები