მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა - რა ეღირება „ნორდმანში“ განთავსება?

64a2c17db8408
სალომე ხიდურელი
04.07.23 00:15
2150
რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში ტურისტული ობიექტი „ნორდმანი“ პირველი დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის, - ამის შესახებ Bm.ge-ის სასტუმროს წარმომადგენელმა, ხატია მარგველიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ უკვე მიღებული აქვთ ჯავშნები მომავალი კვირებისთვისაც.

„ნორდმანში“ რვა, მათ შორის ერთი ლუქსის ტიპის, ოთახია და სასტუმროს სივრცე სულ 15 დამსვენებელზეა გათვლილი. როგორც მარგველიძე ამბობს, უკვე განსაზღვრულია მიმდინარე სეზონის ფასებიც.

„ჩვეულებრივ ნომერში ფასი ამ სეზონზე 150 ლარი, ხოლო ლუქსის ტიპის ნომერში - 250 ლარი იქნება. ღირებულება საუზმესაც მოიცავს და, სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს სადილსა და ვახშამსაც ვთავაზობთ, თუმცა ძირითადი მოთხოვნა საუზმეზეა“, - ამბობს ხატია მარგველიძე.

„ნორდმანის“ წარმომადგენელს რაჭის ტურისტული სეზონისთვის მზაობაზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, რეგიონი წელს განსაკუთრებულად დატვირთულია, რასაც თავისი ინფრასტრუქტურითა და გამართული საკომუნიკაციო არხებით ამბროლაური მომზადებული დახვდა.

„ნორდმანის“ გარდა ამბროლაურის ერთ-ერთ სოფელში გვაქვს მარანიც, სადაც ჯავშნები სრულად გვაქვს შევსებული და მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, რის გათვალისწინებითაც შემიძლია ვთქვა, რომ წელს რაჭაში საკმაოდ ბევრი ტურისტია და რეგიონიც მათ კარგად მომზადებული ხვდება.

ამბროლაურის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ინფრასტრუქტურა გამართულია, ცენტრია, გზებისა და კომუნიკაციების პრობლემა არ გვქონია. სურსათის მაღაზიებიც და გასართობი ობიექტებიც მოთხოვნის შესაბამისადაა“, - ამბობს ხატია მარგველიძე.

რაც შეეხება სასტუმროს სამომავლო გეგმებს, მარგველიძის თქმით, ობიექტზე აუზის მოწყობა და შიდა სივრცის გაუმჯობესება იგეგმება.

„ნორდმანი“ ამ ეტაპზე 2 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, როგორც მისი წარმომადგენელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, კადრების ძებნა კვლავ გრძელდება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე გამოხმაურებიდან კი ჩანს, რომ ამბროლაურში სამუშაო ძალის მოძებნა სასტუმროსათვის პრობლემა არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები