კულტურის სამინისტრო გამარტივებული წესით შესყიდვას აცხადებს, რომლის მიზანიც უცხოეთში ქართული კულტურის დღეების მოწყობაა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და კონცერტების მოწყობა ორგანიზება.
შესყიდვის აღწერის თანახმად, ეს ღონისძიებები 2025 წლის მაის-დეკემბერში გაიმართება. ჯერჯერობით დაგეგმილი აქტივობების რაოდენობა, ქვეყნების ჩამონათვალი და მონაწილეთა ჰონორარები ცნობილი არაა. შესყიდვის აღწერის თანახმად, ამ ქვეყნებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდით მიზნით, 2025 წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში, დაგეგმილია საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის წარმოჩენაზე ორიენტირებული ღონისძიებების, მათ შორის, ქართული კულტურის დღეების (შემდგომ - კულტურის დღეები) გამართვა, რომლის ფარგლებში წარდგენილი იქნება ქართული კულტურა, ქვეყნის ისტორიითა და საკუთარი იდენტობისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ელემენტით. აღნიშნული მიზნის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და მათი კოორდინირებული მუშაობა.
კულტურის დღეების უწყებათაშორისი კოორდინაციისა და მისი შემოქმედებითი ნაწილის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელიც შეიმუშავებს კონცეფციას თითოეულ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ცალკეული აქტივობის თემატიკას. შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტრო განსაზღვრავს ღონისძიების პროგრამას, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც საშემსრულებლო, ისე სხვადასხვა კულტურული ხასიათის კომპონენტი - გამოფენების, ქორეოგრაფიული დადგმების, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების სახით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრება საზღვარგარეთ განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაცია, შესაბამისი სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების შერჩევა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციისა და პროგრამის შესაბამისად კულტურის დღეების ტექნიკური და საორგანიზაციო ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, ყველა საჭირო სივრცის ორგანიზება და გაფორმება, იჯარა, ღონისძიების მონაწილეების კვებით უზრუნველყოფა, აპარატურის მობილიზება და სხვა. აღნიშნული უწყებების გარდა, ქართული კულტურისა და ტრადიციების ეფექტურად წარმოჩენის მიზნით მნიშვნელოვანია სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობა. სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაევალება კულტურის დღეებში მონაწილეობა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი კონცეფციისა და პროგრამის შესაბამისად, მათ შორის, საქართველოს საპრომოციო მასალების გამოყოფა და შესაბამისი თანამშრომლების მივლინება. სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებად განისაზღვრება, მისი კომპეტენციის გათვალისწინებთ კულტურის დღეებში მონაწილეობა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი კონცეფციისა და პროგრამის შესაბამისად და აღნიშნული მიზნით სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული უწყებების მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას და გაზრდის ქვეყნის მიმართ ინტერესს,”- ნათქვამია პროექტის აღწერაში.




























