მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა უვადო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ჯერ არაფერს ცვლის

61dd38d4874d9
ინგა მურუსიძე
11.01.22 12:20
421
მთავრობა უვადო „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს ცვლის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კრიტერიუმები შესაძლოა ცვლადი იყოს, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი იცვლება.

საქმე ის არის, რომ საქართველოში 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი და გარკვეულ ობიექტებში მის გარეშე შესვლა შეუძლებელი უნდა იყოს. სტატუსი კი აქვს ყველას, ვინც გადაიტანა კორონავირუსი ნებისმიერ დროს, ან აიცრა ორჯერადად. ჯანდაცვის სპეციალისტები ამას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ „მწვანე სტატუსი“ არ უნდა ჰქონდეს პირს, რომელმაც კორონავირუსი 6 თვეზე დიდი ხნის წინ გადაიტანა.

„რაც შეეხება „მწვანე პასპორტის“ სტატუსს და კრიტერიუმებს, „ომიკრონმა“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელიც იქნება „მწვანე პასპორტის“ საფუძველი, არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს რევიზიას. ჯერჯერობით, შევინარჩუნებთ იმ სტატუსს, რაც გვაქვს "მწვანე პასპორტთან" მიმართებით.

ბევრმა ქვეყანამ "მწვანე სტატუსში" უკვე გაითვალისწინა ბუსტერული დოზა, გადატანის სტატუსი აღარ არის მნიშვნელოვანი და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი არის მიმდინარე საკითხები. იმ პასპორტს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფექტი პოზიტიური ექნება კარგი აღსრულების პირობებში, ხოლო განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. დღეს მაინც მნიშვნელოვანია, რრომ რეგულაციები ზუსტად აღსრულდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები