მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წეროვანში 232 635 კვ/მ მიწას სამრეწველო-ეკონომიკურ სტატუსს მიანიჭებს

61c061dd82d09
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 15:13
693
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წეროვანში ლოგისტიკური პარკი მოეწყობა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს კომპანია „თუში ქოლექშენი“ განახორციელებს.

უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232 635.00 კვ/მ ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო - ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება, რაც საერთაშორისო სტანდარტების „ბ“ კატეგორიის ლოგისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის იქნება მიმართული.

პროექტის განხორციელებას კომპანია „თუში ქოლექშნი“ 60 000 კვ/მ ფართობზე გეგმავს. პროექტი 6 სასაწყობე შენობას, საოფისე სივრცეებისთვის, სასტუმროსთვის და ავტოსადგურებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „თუში ქოლექშნ“ 2017 წელს დაფუძნდა მისი მმართველი პარტნიორები 50%-იანი წილებით ეკატერინა და დავით თუშიშვილები არიან.

ლოგისტიკური პარკის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას bm.ge ინვესტორი კომპანიისგან შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები