მთავრობა, 2025 წლის დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 35 568 550 ლარამდე გაზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვარს გამოქვეყნებულ განკარგულებაში, რომლითაც ცვლილება შევიდა მთავრობის 2025 წლის 10 ივლისის განკარგულებაში - "სტიქიის შედეგების საკვალიფიკაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე".
პირველადი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 10 ივლისს გამოქვეყნდა, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის შედეგების ლიკვიდაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 345 000 ლარი იყო გამოყოფილი. ეს თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენას უნდა მოხმარდებოდა.
ახალი განკარგულებით კი თანხის ცვლილებასთან ერთად, გაიზარდა მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი 12-მდე გაიზარდა:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 9 775 000 ლარი;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 5 065 000 ლარი;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 1 605 000 ლარი;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი - 1 360 000 ლარი;
- ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 2 285 000 ლარი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 7 465 000 ლარი;
- ვანის მუნიციპალიტეტი - 1 775 000 ლარი;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 2 695 000 ლარი;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 90 000 ლარი;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 1 075 000 ლარი;
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 1 995 000 ლარი;
- ხონის მუნიციპალიტეტი - 49 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში, აჭარასა და იმერეთში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობა დიდთოვლობას ებრძოდა. აღნიშნულის შედეგად, დაზიანდა სახლები და საკომუნიკაციო საშუალებები.




























