მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ $240 მლნ-ის ქარის სადგურის პროექტზე საჭირო ნებართვები გასცა

ქარის ელექტროსადგური

მთავრობამ სს „ვინდ ფაუერთან“ სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოიწონა.

საუბარია 206 მეგავატიან ქარის სადგურის პროექტზე, რომელიც როგორც სს „ვინდ ფაუერის" დირექტორი ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი გვეუბნება, წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. მისივე თქმით, ჯამში 33 ტურბინა უნდა დაიდგას და პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 240 მლნ დოლარია. სადგურის მშენებლობა ადგილობრივი მთავრობის ნებართვის საფუძველზე დაიწყო, თუმცა როგორც იორდანიშვილი ამბობს, 8 აპრილის განკარგულებით მთავრობისგან ყველა საჭირო ნებართვა მიიღეს.

მათ შორის მოწონებულია სს „ვინდ ფაუერის" მიერ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

"ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში, სს ვინდ ფაუერი ვალდებულია, წარმოადგინოს სამშენებლო საბანკო გარანტია საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ. კომპანიის მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სს ვინდ ფაუერის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნება", - წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები