მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ 4 ჰიდრო და 1 მზის სადგურის აშენების პროექტი მოიწონა - ინვესტიცია $15 მილიონია

6213864fa05fc
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.22 21:00
1637
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ერთი მზის ელექტროსადგურის და ოთხ ახალ ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე მემორანდუმს აფორმებს. ხელშეკრულებების თანახმად, ინვესტორები ამ პროექტებში $15 მილიონს ჩადებენ. ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე 7.5 მეგავატი, მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე კი 5.3 მეგავატი იქნება. 

BMG შეეცდება დაადგინოს, თუ რომელი კომპანიები გეგმავენ ამ პროექტების განხორციელებას და რა ტარიფით შეიძენს სახელმწიფო გამომუშავებულ ელექტროენერგიას.

მზის ელექტროსადგურის პროექტი:

● დასახელება: "ქვახვრელის მზის ელექტროსადგური’’, კომპანია "დოესი ენერჯი"
ადგილმდებარეობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქვახვრელი
სიმძლავრე: 5,32 მგვტ;
გამომუშავება: 8,23 მლნ.კვტ.სთ
ინვესტიცია: 3.8 მლნ
აშშ დოლარი;

ჰიდროელექტროსადგურების პროექტი:

1. დასახელება: "მაშავერა 1 ჰესი’’ ჰიდროელექტროსადგური
• კომპანია: შპს "მომავლის ენერგია’’;
• სიმძლავრე: 1,85 მგვტ;
• გამომუშავება: 8,6 მლნ.კვტ.სთ;
• ინვესტიცია: 2,61 მლნ.აშშ.დოლარი

2. დასახელება: "მაშავერა 2 ჰესი’’ ჰიდროელექტროსადგური
• კომპანია: შპს "მომავლის ენერგია’’;
• სიმძლავრე: 1,85 მგვტ;
• გამომუშავება: 8,6 მლნ.კვტ.სთ;
• ინვესტიცია: 2,61 მლნ.აშშ.დოლარი

3. დასახელება: "მაშავერა 3’’ ჰიდროელექტროსადგური;
• კომპანია: შპს "მომავლის ენერგია’’;
• სიმძლავრე: 1,85 მგვტ;
• გამომუშავება: 8,6 მლნ.კვტ.სთ;
• ინვესტიცია: 2,5 მლნ.აშშ.დოლარი

4. დასახელება: "მაშავერა ჰესი’’ ჰიდროელექტროსადგური.

• კომპანია: შპს "მაშავერა-ჰესი’’;
• სიმძლავრე: 1,95 მგვტ;
• გამომუშავება: 10,377 მლნ.კვტ.სთ;
• ინვესტიცია: 3,42 მლნ.აშშ.დოლარი

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს კომპანია “მასდარიც”, რომელიც 50 მეგავატის სიმძლავრის სადგურში ინვესტირებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები