მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული Eksim Holding-ი მარნეულში 50-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

მზის ელექტროსადგური

თურქეთის Eksim Holding-ი საქართველოში, მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის შვილობილმა "ბრაით ენერჯიმ" გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაბამისი დოკუმენტაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ნებართვის მისაღებად უკვე წარუდგინა.

მზის ელექტროსადგური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს და ის 62.2 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. განხორციელების შემთხვევაში ეს ქვეყნის უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იქნება.

"სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 5-6 თვე. სამშენებლო ეტაპზე დასაქმდება 50-60 ადამიანი, რომელთაგან ადგილობრივების წილი დაახლოებით 70 პროცენტი
იქნება,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ამასთანავე, კომპანია Eksim Holding-ი საქართველოში გეგმავს ქვეყანაში უმსხვილესი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებასაც. პროექტი ითვალისწინებს ზესტაფონის, გორის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საერთო ჯამში 280 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას.

ცნობისთვის, Eksim Holding-ი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი “აჭარ ენერჯი 2007” 2017 წლიდან ახორციელებს 47.5 მეგავატის სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1-ის ოპერირებას, 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატის სიმძლავრის "კირნათი ჰესს" მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები