მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

ქართული ღვინო

მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 339-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ „ღვინის ეროვნული დღე“ ყოველი წლის 8 მაისს აღინიშნება.

„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:

ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“;

ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს.“, - წერია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები