მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 90 მლნ ლარის ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრო

2023 წლის 22 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N42 აუქციონზე გაიყიდა 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.4 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC28118049).

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 139 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.220%, მაქსიმალური 8.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.314%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები