მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირაში ₾50 მილიონის ობლიგაციები განათავსა

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 12 ნოემბერს 10-წლიანი 30 მლნ ლარის (11 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ობლიგაციები გაყიდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.099 პპ-ით გაიზარდა და 8.460% შეადგინა.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 12 ნოემბერს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.071პპ-ით შემცირდა და 7.624% შეადგინა.

შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 19 ნოემბერს, სადაც 6-7-წლიანი 75 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

2024 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები