მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ADB-სგან €46.2 მლნ ისესხა - როგორია სესხის მიზნობრიობა და პირობები?

ADB

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს მთავრობას 46.2 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის ასესხა.

საქართველო თანხას ორ ტრანშად მიიღებს, პირველი, რომელიც 2024 წელსვე ჩაირიცხება 23.1 მლნ ევროა. დარჩენილი თანხა კი, 2025 წელს გადმოირიცხება.

პროგრამა მოიცავს:

  • პირველადი ჯანდაცვის სპეციალური ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდასა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირებას;
  • მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის;
  • მმართველობის გაუმჯობესებას და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულებას.

სესხის ფინანსური პირობები კი, შემდეგია:

  • სესხის სრული თანხა - 46 275 000 ევრო;
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი, EURIBOR-ზე დაფუძნებული დაფიქსირებული მარჟა +0.60. (2024 წლის 24 აპრილისთვის მდგომარეობით EURIBOR შეადგენს 3.844%0;
  • სესხის ხანგრძლივობა - 15 წელი. ( საშეღავათო პერიოდი 3 წელი);
  • ვალდებულების გადასახდელი (commitment free) წლიური 0.15%.

პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღი 2025 წლის 30 აპრილია. პროგრამის განმახორციელებელი კი, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები