მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზიანის აეროპორტის გენგეგმის შემუშავებას აეროპორტების გაერთიანება და ADB დააფინანსებენ - ბიუჯეტი $736 ათასია

აეროპორტი

ვაზიანის აეროპორტის გენგეგმა მომზადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებენ. მასტერპლანის ბიუჯეტი კი 736 000 დოლარია. ამის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა. მთავრობის მეთაური კი პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს წარდგება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ახალი აეროპორტის აშენების მიზანშეწონილობის რეკომენდაცია სწორედ ADB-იმ გასცა. როგორც აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის, გიორგი კიზირიას ინფორმაციით კვლევები გრძელდება და ახალი აეროპორტის მასტერპლანი 2024 წლის განმავლობაში უკვე მზად იქნება.

რაც შეეხება, პრემიერის ანგარიშს, ახალ აეროპორტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ არსებული ზრდადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობის არსებითი გაუმჯობესება გადაწყვიტა. შედეგად გეგმად დაისახა ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე), რომელმაც, გეგმის მიხედვით, შემდეგი 30 წლის განმავლობაში მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. გაცხადებული ინფორმაციით, ახალ აეროპორტს ორივე ფაზის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება.

„ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი შპს „აეროპორტების გაერთიანებასა და აზიის განვითარების ბანკთან (ADB)“ გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის თანახმად, ADB შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის განვითარების გენერალური გეგმის (მასტერპლანი) მომსახურების შესყიდვას. უშუალოდ მასტერპლანის ბიუჯეტი შეადგენს 736 000 აშშ დოლარს, სადაც ADB და UAG (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება) წარმოდგენილია თანაბარი კონტრიბუციით. ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს პერიოდში და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები