ხელისუფლება, ვაზიანის პოლიგონთან ახლოს აეროპორტის მშენებლობით ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას აკნინებს - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციონერის თქმით, ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, არ არის "ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი.
"დღეს, არჩილ თალაკვაძემ გვითხრა, რომ ქართული ჯარი იცავს გლობალურ მშვიდობას, მაგრამ არ უთქვამს, რომ ქართული ჯარი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას. ქართული ჯარი, იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და იბრძვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენული არჩევანის დაცვისთვის. ქართული ჯარის იუბილე, ვაზიანის ბაზაზე გაიმართა, იმ ბაზაზე, რომლის ბრძოლისუნარიანობასაც ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნება" აკნინებს იმით, რომ აეროპორტს ქმნის სამხედრო პოლიგონის სიახლოვეს. ეს არის, კიდევ ერთი ღია გზავნილი, რომ ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, არ არის "ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა აქუბარდიამ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ამაყობენ გიორგი ანწუხელიძით, შინდისის გმირებითა და აგვისტოს ომის სხვა გმირებით, პრემიერი კობახიძე და ივანიშვილი მათ ეუბნება, რომ ქვეყანა აღარ მიდის თავისუფალ სამყაროსკენ. აქუბარდიამ თქვა, რომ "რუსული კანონის" და გუშინ, კონტრაქციის პასუხს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნებზე მიიღებს.
დღეს, ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიება გაიმართა.