მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ახალი სკოლების ასაშენებლად ₾183-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა

63d3c43d9858f
BM.GE
27.01.23 16:38
1613
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე რეგიონებში ახალი სკოლების მშენებლობისთვის 183 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერები გამოქვეყნდა.

ახალი სკოლები კახეთში; იმერეთში; ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში უნდა აშენდეს. სატენდერო განაცხადში არაა დასახელებული უშუალოდ რომელი და რა რაოდენობის სკოლების რეაბილიტაცია არის დაგეგმილი.

გამოცხადებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:

2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა DB (დიზაინ ბილდის) კონცეფციით.

ტენდერის ღირებულება - 54`416`333 ლარი

2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში იმერეთის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა DB (დიზაინ ბილდის) კონცეფციით.

ტენდერის ღირებულება - 32`699`473 ლარი.

2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა DB (დიზაინ ბილდის) კონცეფციით.

ტენდერის ღირებულება - 65`018`964 ლარი.

2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში კახეთის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა DB (დიზაინ ბილდის) კონცეფციით.

ტენდერის ღირებულება - 30`866`682 ლარი.