მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დღეს 100-მილიონიანი შიდა ვალი აიღო

6360f328b28a7
BM.GE
01.11.22 14:32
739
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 2-წლიანი ვადიანობის 80 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა. დღესვე შედგა 20 მილიონი ლარის ოდენობის 6-თვიანი სახაზინო ვალდებულებების აუქციონიც.

80 მილიონი ლარის ობლიგაციის აუქციონი:

"2022 წლის 1 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 150 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.140 პროცენტით, მაქსიმალური 9.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.205 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,"-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულების აუქციონი:

"2022 წლის 1 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.973 პროცენტით განისაზღვრა."

2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები