მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დღეს 90 მილიონის შიდა ვალი აიღო

63aabd9d64467
BM.GE
27.12.22 13:41
598
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 5-წლიანი ვადიანობის 90 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა.

"2022 წლის 27 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 187 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.826 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები