მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთი მცირდება

სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთი მცირდება
BM.GE
01.08.23 00:30
49

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 25 ივლისს 5-წლიანი 90 მლნ ლარის (34.6 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.078პპ-ით შემცირდა და 8.381% შეადგინა.

პროცენტის კლება ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით არის განპირობებული.

შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 1 აგვისტოს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები