მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ეროვნულ ბანკს ₾28.6 მლნ-ად მშენებარე ოფისი მიჰყიდა

ბიზნესსახლი

მთავრობამ ეროვნულ ბანკს 28.6 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გულიას სამ ნომერში მდებარე მიწა და მშენებარე შენობა-ნაგებობა მიჰყიდა.

საუბარია "ბიზნესსახლის" შენობაზე, რომლის მშენებლობაც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯერ კიდევ 2016 წელს იყო დაანონსებული თუმცა, „ოცნების“ შემდეგმა პრემიერებმა გადაიფიქრეს, რაზეც bm.ge წლების განმავლობაში ხშირად წერდა.

განკარგულების მიხედვით, გულიას 3 ნომერში 13 421 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე 25 873 კვ.მ შენობა-ნაგებობა ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაეცემა. ქონების ზუსტი ღირებულება 28 669 365 ლარია.

ეროვნულმა ბანკმა თანხა ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს. განკარგულების თანახმად, შენობის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდი 5 წელია (60 თვე) . იქამდე. სებს უფლება აქვს, ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის და ახალი შენობების აშენების.

განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.

დაუსრულებელი შენობა

კონსტრუქციის მშენებლობა, რომელიც პირველ ეტაპზე გადასახადის გადამხდელებს 10 მლნ ლარი დაუჯდათ დღემდე შესაბამისი ფუნქციის გარეშე იყო.

2019 წელს იმჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ნათია თურნავა ამბობდა, რომ რადგან ბიზნესსახლის პროექტის იმ ფორმით განხორციელება, რა ფორმითაც 2016 წელს დაანონსდა, მთავრობამ გადაიფიქრა, ბიზნესსახლისთვის უკვე აშენებული შენობის ან პრივატიზება, ან ახალი დანიშნულების მოძიება იგეგმებოდა. შემდეგ, გაირკვა, რომ ორთაჭალაში, გულიას ქუჩის #3 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, საპარტნიორო ფონდს გადაეცა. 2022 წელს კი, ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე დაბრუნდა.

2022 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობაზე განცხადება გააკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამინისტრო თავის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებით ორთაჭალაში გულიას 3 ნომერში უნდა გადავიდეს. ამ მისამართზე ჯერ კიდევ 2016 წელს ბიზნესს სახლის პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. ადგილზე კონსტრუქციის მშენებლობაში, რომელიც ამ ეტაპზე დაკონსერვებულია, სახელმწიფომ 10 მლნ ლარი დახარჯა.

სამინისტროს ახალი შენობის პროექტის მომზადებაზე გამარტივებული შესყიდვის წესით 1.7 მლნ-იანი ხელშეკრულება 2022 წლის 6 ოქტომბერს შპს “მიდამოს”-თან გაფორმდა. კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი პროექტი სამინისტროსთვის 2022 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარედგინა. საბოლოოდ, ოფისი

bm.ge ეროვნულ ბანკსა და ქონების ეროვნულ სააგენტოში შეეცდება გაარკვიოს, რა ფუნქცია ექნება ორთაჭალაში 28.6 მლნ-იან მშენებარე ოფისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები