მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „ჰიდრო პოვერ გრუპს“ ხულოში მიწა 49 წლით გადასცა - როგორია საინვესტიციო ვალდებულება?

ხულო

მთავრობამ „ჰიდრო პოვერ გრუპს“ აჭარაში, ხულოში, მდინარე ღორჯომზე მცირე ჰესის ასაშენებლად მიწა 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 659-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ ყოველწლიურად მიწის სარგებლობისთვის 1 508 ლარი უნდა გადაიხადოს.

ხულოს რაიონში, სოფელ გობაძეებში 1 646 კვ.მ-ის სახელმწიფო მიწის სარგებლობისთვის კომპანიამ გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. კონკრეტულად კი „ჰიდრო პოვერ გრუპმა“ უძრავი ქონებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვის განმავლობაში 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში უნდა მიიღოს.

ამასთან, კომპანიამ გადაცემულ მიწაზე მინიმუმ 2 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩადოს და ხელშეკრულების გაფორმებამდე განსაზღვრული ინვესტიციის მინიმუმ 10%-ის ოდენობის უპირობო, გამოუხმობი გარანტია უნდა წარადგინოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ჰიდრო პოვერ გრუპი“ 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მის წილებს მამუკა ვაშაყმაძე (33%), ლევან დიასამიძე (33%) და ლევან ბაკურაძე (34%) ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები