მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა

პლასტმასისგან დამზადებული ჭურჭელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვა 2031 წლის თებერვლამდე გადავადდა.

თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, რეგულაციის ამოქმედების ვადამ თითქმის ოთხი წლით გადაიწია.

როგორც ნორმატიულ აქტშია აღნიშნული, გადავადების გადაწყვეტილება კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული, რათა ბიზნესს ახალ სტანდარტებთან ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები