მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ, ლანჩხუთში 625 ჰა-ზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლება გასცა - განკარგულება

სამონადირეო მეურნეობა

მთავრობამ ლანჩხუთში 625 ჰა ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლება გასცა - შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 27 აგვისტოს მოაწერა.

სამონადირეო მეურნეობის მოწყობა/ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

განკარგულების მიხედვით, მეურნეობა ჯუმათის სატყეო კვარტალში უნდა მოეწყოს. ლიცენზია 10 წლის ვადით შემდეგი პირობებით გაიცემა:

  • უნდა მოხდეს სამონადირეო სავარგულებით ადგილობრივ მცხოვრებთა პრიორიტეტული უზრუნველყოფა;
  • სამონადირეო მართვის გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს ადგილობრივი თემის ჩართულობით კანონის შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წარუდგინოს ლიცენზიანტმა სამინისტროს;
  • სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებიდან ყოველწლიურად უნდა მოხდეს კოლხური ხოხბისა და სხვა სახეობების აღწარმოება, შემდგომში ამავე ტერიტორიაზე გაშვების მიზნით;
  • უნდა მოხდეს შესაბამისი კვლევის შედეგად გამოკვლევა, არის თუ არა არსებულ ტერიტორიაზე უცხო ინვაზიური სახეობების. ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი გარემოდან ამოღება;
  • უნდა მოეწყოს საშენი კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული სახეობებისთვის. ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის მიზნით;
  • უნდა მოხდეს ფოტოხაფანგების მოწყობა;
  • სამონადირეო უბნები უნდა მოეწყოს არანაკლებ 250 მეტრში კოლხეთის ეროვნული პარკიდან.

ასევე, განკარგულება მოიცავს სხვა, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" კანონით გათვალისწინებულ წესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები