მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის“ მიმართულებები კახა კალაძესთან განიხილა

მთავრობა

"ოცნების" მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს და ძირითადი მიმართულებები კახა კალაძეს თან განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

„სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სტრატეგიის საბოლოო ვერსია საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები