პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საგარეჯოში არსებული 16 უძრავი ქონება მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
როგორც განკარგულებაში აღნიშნულია, უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა 1 ლარის გადახდა, რის შემდეგაც, ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მთავრობის მიერ გამოცემულ სამართლებრივ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯამში მოქალაქეებს საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში ჯამურად 1 090 კმ.მ-ის ფართობის ქონება გადაეცათ, თუმცა ფიზიკური პირ[ებ]ის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.