მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საკარანტინე ზონისთვის 40 სასტუმრო იქირავა

5e78bf6446de4
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.20 18:45
2255

მაღალი კლასის სასტუმროები თვითღირებულებაში გვაძლევენ ნომრებს, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს საკარანტინე ზონად გამოყენების პირობით 40-ზე მეტი სასტუმრო ჰყავს დაკონტრაქტებული და სასტუმროები თავისი ნება-სურვილით მოდიან თანამშრომლობაზე.

„ჩვენ არათუ რამდენიმე, არამედ 40-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს დაკონტრაქტებული საკარანტინო სივრცეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით და სასტუმროები ჩვენთან თანამშრომლობენ და გაგებით ეკიდებიან ამას. უფრო მეტსაც გეტყვით, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ძალიან მაღალი კლასის სასტუმროები წამოვიდნენ ამ თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ნორმალურ ვითარებაში მათი ნომრები განკუთვნილია მაღალი კლასის სტუმრებისთვის და დღეს პრაქტიკულად თვითღირებულებაში ხდება ამ ნომრების ჩვენთვის დათმობა, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ფუნქციების შესრულება შევძლოთ და კარანტინისთვის განკუთვნილი კონტიგენტი დროებით განვათავსოთ იქ. მადლობა მათ ამისთვის. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საგანგებო მდგომარეობით ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული უფლებები მონიჭებული და კარგია, რომ არ გვიწევს მათთან ამ უფლებების გამოყენება, არამედ ურთიერთთანამშრომლობის და პატრიოტიზმის სულისკვეთებით ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები