მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ "საქართველოს განვითარების ფონდს" 3.2 მილიონი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ჩამოართვა

დავით საგანელიძე

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება რომლის თანახმადაც სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ კაპიტალიდან 3.2 მილიონი კვადრატული მეტრის მიწა, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

უფრო დეტალურად ფონდის კაპიტალიდან ამოღებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს:

  • თბილისი: ოქროყანასა და დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიები.
  • იმერეთი: ქალაქი ქუთაისი, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.
  • აჭარა: ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირის ჩრდილოეთით მდებარე ნაკვეთი.
  • სამეგრელო და კახეთი: სენაკის რაიონი (სოფელი გეჯეთი) და ლაგოდეხი (სოფელი მაწიმი).

# ადგილმდებარეობა დანიშნულება ფართი (კვ.მ.)
1 რაიონი სენაკი, სოფელი გეჯეთი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 2,168,568
2 რაიონი ხონი, სოფელი დედალაური სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 284,292
3 რაიონი ხონი, სოფელი დედალაური სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 226,986
4 რაიონი ლაგოდეხი, სოფელი მაწიმი არასასოფლო-სამეურნეო 109,137
5 ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი 381-ის ჩრდილოეთით არასასოფლო-სამეურნეო 70,073
6 სოფელი დიდი ლილო სასოფლო-სამეურნეო 66,443
7 ქალაქი თბილისი, სოფელი დიდი ლილო სასოფლო-სამეურნეო 60,939
8 ქ. თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ერეკლე მეორის ქუჩა, N873 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 59,374
9 გორის რაიონი, სოფელი ოთარშენი არასასოფლო-სამეურნეო 38,876
10 რაიონი ხონი, სოფელი დედალაური სასოფლო-სამეურნეო 31,982
11 მუნიციპალიტეტი ხონი, სოფელი პატარა კუნი სასოფლო-სამეურნეო 20,219
12 ქალაქი ტყიბული, ტყვარჩელის ქუჩა N55 არასასოფლო-სამეურნეო 18,932
13 რაიონი ხონი, სოფელი დედალაური სასოფლო-სამეურნეო 14,954
14 ქალაქი თბილისი, ოქროყანა, ნაკვეთი 03/019 არასასოფლო-სამეურნეო 14,293
15 ქუთაისი, აბაშიძის გამზ. არასასოფლო-სამეურნეო 10,375
16 ქალაქი ტყიბული, ტყვარჩელის ქუჩა N55 არასასოფლო-სამეურნეო 9,470
17 თბილისი, სოფელი დიდი ლილო არასასოფლო-სამეურნეო 7,865
18 ქალაქი თბილისი, ოქროყანის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო 4,290
19 ქალაქი ტყიბული, ტყვარჩელის ქუჩა N55, მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო 3,192
20 ქალაქი თბილისი, ოქროყანა, ნაკვეთი 03/021 არასასოფლო-სამეურნეო 2,288
21 რაიონი ხონი, სოფელი დედალაური სასოფლო-სამეურნეო 1,547

4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიციირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს, თუმცა ცნობილია რომ ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"-სთან შერწყმა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები