მთავრობამ საქართველოს საელჩოს იაპონიაში რემონტისთვის 41 683 აშშ დოლარი გამოუყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 15 ივლისს გამოსცა.
განკარგულების თანახმად, სარემონტო სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვაა გათვალისწინებული.
„ნება დაერთოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - საქართველოს საელჩოს იაპონიაში, სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 41 683 აშშ დოლარის ოდენობით“, - წერია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.