მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს - პოლ ჰეივუდი

ბლოკ ენერჯი

საქართველო უნდა პოზიციონირდეს როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა, დღეს ამ კუთხით ცნობადობა დაბალია, - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია ბლოკ ენერჯის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჰეივუდმა BM.GE-თან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილია ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ინვესტორების დაინტერესება მაღალი იყოს, თუმცა მთავრობამ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ამ მიმართულებით ქვეყნის პოპულარიზაციაზე, რომ სექტორში უცხოური ინვესტიციების გაიზარდოს.

“სექტორში მოქმედებს საჯარო და კერძო პარტნიორობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შენი პარტნიორია, იმაში რომ განავითარო შენი აქტივები. კანონმდებლობა ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს, ის რელევანტურია არსებულ რეალობასთან. მთავრობა ხელს უწყობს რომ შექმნას საინტერესო საინვესტიციო გარემო, თუმცა ჩემი აზრით, ერთადერთი მიმართულება რაზე მთავრობამ უნდა გააძლიეროს ფოკუსი არის მარკეტინგი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პოპულარიზაციაზე, რომ მოახდინოს საქართველოს პოზიციონირება როგორც ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყნის. მეც როცა სხვა ქვეყნებში საქართველოზე ვიწყებ საუბარს ვხვდები, რომ ცნობადობა დღეს ისევ დაბალია. ქვეყნის შესახებ უფრო ზოგადი ინფორმაციაა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია”, - ამბობს "ბლოკ ენერჯის" აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ცნობილია, თბილისის მახლობლად 2022 წელს 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ლიცენზიას აღნიშნულ ფართობზე კომპანია ბლოკ ენერჯი ფლობს, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ჯამში ამ დრომდე "ბლოკ ენერჯიმ" საქართველოში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები