ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საჯარო სექტორში შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულმა პირებმა 684 მილიონი ლარის ანაზღაურება აიღეს.
ეს 2024 წელთან შედარებით შტატგარეშე მოხელეებზე გაწეული ხარჯების 15.3%-ით, ანუ 92 მილიონი ლარით ზრდას ნიშნავს.
რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც შტატით არიან დასაქმებული, 2025 წელს მათი სახელფასო ფონდი 14.4%-ით, 2.96 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (მატება +375 მლნ ლარი).
ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ინფორმაციას თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე არის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული, შესაბამისად უცნობია თუ რამდენმა ადამიანმა აიღო გასულ წელს ჯამურად 684 მილიონი ლარი.
რაც შეეხება შტატით დასაქმებულ პირებს, მათი რაოდენობა 117,000-ს შეადგენს, შესაბამისად, ერთი დასაქმებულის მიერ მიღებული ანაზღაურება 2025 წელს ჯამურად 25,340 ლარს შეადგენდა, რაც თვეში 2111 ლარს უდრის.




























