აგვისტოში ზრდის შემდეგ, სექტემბერში, საქართველოს საგარეო ვალი 142.1 მილიონი დოლარით შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სექტემბრის ბოლოსთვის, უცხოელი კრედიტორების მიმართ ჯამური დავალიანება 8.92 მლრდ დოლარის ანუ 23.2 მლრდ ლარის ვალი აქვს, მათ შორის მთავრობის ვალი 8.6 მლრდ დოლარია.
ვალის სტატისტიკიდან ირკვევა , რომ სექტემბერში ქვეყანაში 56 მლნ დოლარი ჩამოირიცხა, თუმცა ამავე პერიოდში მოხდა ვალდებულებების დაფარვაც, მათ შორის, ძირითადი თანხის სახით 41.7 მლნ-ის გადახდა მოხდა, საპროცენტო ხარჯმა კი, 19.5 მლნ დოლარი შეადგინა.
პარალელურად 172 მლნ ლარით 13.06 მლრდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის საშინაო ვალი. შედეგად, სულ სახელმწიფოს ჯამური ვალი 36.3 მლრდ ლარია.
2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები კვლავ არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
























