მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

მთლიანი საგარეო ვალი

7 თვეში საქართველოს მთავრობამ ₾2.9 მილიარდის ვალი აიღო, საიდანაც 1.1 მილიარდი ლარი საშინაო ვალია, ხოლო 1.7 მილიარდი - საგარეო ვალი.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2.9 მილიარდის სესხებით, მთავრობამ წლიური ₾5-მილიარდიანი გეგმის 56.7% შეასრულა, ხოლო 9 თვის გეგმის - 79.8%.

ხაზინის დოკუმენტიდან ასევე ჩანს, რომ მთავრობას საშინაო ვალის აღებაში უფრო კარგი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უცხოური ვალის აღებისას.

კერძოდ, საქართველოს საგარეო ვალი მოიცავს გრძელვადიან შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 7 თვეში მთავრობამ 419 მილიონი ლარის საინვესტიციო კრედიტი მიიღო, რაც 9 თვის გეგმის (₾869 მლნ) 48.2%-ია, ხოლო წლიური გეგმის (₾1,3 მლრდ) მიმართ შესრულება 32.9%-ია.

რაც შეეხება საგარეო ვალის კიდევ ერთ კომპონენტს - ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს - წლიური გეგმა 640 მლნ ლარია, თუმცა ხაზინის სამსახურის მონაცემებით, 6 თვეში მთავრობას არ ჰქონდა დაგეგმილი ამ ვალის აღება. სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარშია ჩარიცხვა გათვალისწინებული.

საგარეო ვალდებულების სექციაში გვხვდება ასევე ფასიანი ქაღალდები (გარდა აქციებისა ანუ ევრობონდები) და როგორც დოკუმენტში წერია, წლიური გეგმა იყო 1 მლრდ 350 მლნ ლარი და 7 თვეში შესრულება 98.7%-ია (1.3 მლრდ ლარი)

რაც შეეხება საშინაო ვალდებულების ზრდა, ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, 7 თვეში მთავრობამ 1.1 მილიარდი ისესხა, რაც 9 თვის გეგმის 81.4%-ია, ხოლო წლიური გეგმის - 62.2%.

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 7 თვეში | ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები