საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2024 წლის 9 თვეში 408 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 43 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 540 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.
შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2024 წლის 9 თვეში მათზე ჯამში 1,88 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 268 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.6 მილიარდ ლარს აიღებს. რასაც შტატიანი მოხელეების ანაზღაურების ხელფასების სახით 540 მილიონი ლარი ემატება, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.
ამასთან, საქართველოს მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.