მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა - პროექტები

64a2b46e072f9
BM.GE
03.07.23 15:47
463
მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა.

აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 მზის ელექტროსადგურის, 2 - ქარის, დანარჩენი 15 კი - ჰესის მშენებლობის ითვალისწინებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს, მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.

ლევან დავითაშვილის თქმითვე, საუბარია დაახლოებით 2 მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.

დავითაშვილმა ასევე ისაუბრა „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში ყველაზე დიდი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები