მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD-ის მეორე აუქციონისთვის ფაქტობრივად ყველა სამუშაო უკვე დასრულებულია - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სიმძლავრის მეორე აუქციონის ჩასატარებლად მზად არიან. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მეორე აუქციონისთვის ფაქტობრივად ყველა სამუშაო უკვე დასრულებულია. ალბათ უახლოეს კვირაში, მაქსიმუმ ნოემბერში მეორე აუქციონი გვექნება ე.წ CFD მექანიზმით", - თქვა მან.

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად 2023 წლის მაისში ჩატარდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანიების ნაწილთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

რამდენიმე კვირის წინ, მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ თქვა, რომ მეორე აუქციონი ჯამში 600 მეგავატზე გამოცხადდება. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებების ალტერნატიული - CFD მოდელი გასულ წელს ამოქმედდა. CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით ფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები