მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორ მეგავატამდე ჰესების მშენებლობების ეტაპი მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს - მელიქიძე

მაია მელიქიძე

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ ორ მეგავატამდე მცირე ზომის ჰესებისთვის მშენებლობის პროცესი უნდა გამარტივდეს და ამით ხელი შეეწყოს მსგავსი ობიექტების მშენებლობას.

"კერძო სექტორი ითხოვს მესამე აუქციონის ჩატარებას. ვინაიდან მცირე და საშუალო ჰესების წახალისების მექანიზმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში, გადამწყვეტი არის ის, რომ ორ მეგავატამდე ჰესების მშენებლობების ეტაპი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს, როგორც ფიზიბილითის დონეზე, ასევე სხვადასხვა ეტაპზე. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის სერიოზულ ზეგავლენას ბუნებაზე არ ახდენს", - ამბობს მელიქიძე.

რაც შეეხება მარეგულირებელ ჰესებს, მელიქიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორებს PPA-ის მსგავსი ტარიფები უნდა ჰქონდეთ, რადგან მსგავსი ობიექტები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ინვესტორები უნდა წახალისდნენ.

"აუცილებელია იმ ტარიფის მიცემა, რასაც თავის დროზე PPA ითვალისწინებდა. მოგეხსენებათ, შემდეგ მორატორიუმი გამოცხადდა და ამან პირველი დარტყმა მიაყენა ენერგეტიკას, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის გარანტირებული შემოსავალი ჰქონდეს. ამიტომ PPA-ის კომპონენტი თუ იქნება ჩადებული, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ინვესტორთა რაოდენობა გაიზრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას გაითვალისწინებს", - ამბობს მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები