მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ სამეგრელოში ქონება ₾8.3 მლნ-ად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა

სოკარი

მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 8 346 792 ლარად საკუთრებაში გადასცა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, ენერგოკომპანიას წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე გამავალი ჯამურად 245 017 მეტრის სიგრძის ხაზოვანი ნაგებობა, იგივე გაზსადენი გადაეცა. „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ქონების საფასური 8 346 792 ლარი 2040 წლის ბოლომდე უნდა დაფაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები